რადიოაქტიური გამოსხივება.
რადიოაქტიური გამოსხივება ანუ რადიაცია მუდმივ ზემოქმედებას ახდენს ჩვენზე. ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ თუ რა დადებითი და უარყოფითი გავლენა შეიძლება მოახდინოს მან. მოსწავლეები გამოიკვლევენ რომელი პრეპარატებია რადიოაქტიური, რომელია უფრო მეტად საშიში.რა გამოყენება აქვს მედიცინაში რადიოაქტიურ გამოსხივებას. რა უსაფრთხოების ზომების დაცვაა საჭირო. მოძიებულ ინფორმაციას წარმოადგენენ დიაგრამების , ფოტოების სახით.
ძალიან საინტერესო პროექტი აგირჩევია,ეს საკმაოდ აქტუალურია დღევანდელ ცხოვრებაში,მასზე მუშაობა მოსწავლეებს შესძენს მე-20 საუკუნის უნარ-ჩვევებს.ზრუნვას გარემოზე და ჯანმრთელობაზე ...
ReplyDeleteთქვენს მიერ არჩეული პროექტის იდეა მიმაჩნია თავისი პრობლემატიკიდან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია.მაქვს ინფორმაცია რომ ავთვისებიანი ჩიყვით დაავადებულ ავადმყოფებს სწორედ მცირე დოზით რადიაქტიურ პრეპარატებით მკურნალობენ,რომელთა მოთავსება ,ოჯახში ყოფნა მის წევრებთან თანაარსებობა განსაკუთრებული წესების დაცვას მოითხოვს.ვფიქრობ რომ საინტერესო იქნება ასეთ პაციენტთან ინტერვიუს აღება-გასაუბრება.(თუ რა თქმა უნდა ეს შესაძლებელი იქნება)ასევე ვფიქრობ რომ თემა ძალზედ მასშტაბურია ,ამიტომ უკეთესი ხომ არ იქნებოდა თემის უფრო მეტი კონკრეტიკა. მაგალითად-რადიოაქტივობა მედიცინაში ან სხვა. ვიმედოვნებ რომ თქვენს მიერ განხორციელებული პროექტი წარმატებული იქნება
ReplyDelete