Saturday, March 5, 2016

მეცხრე დღის რეფლექსია

დღევანდელ  ტრენინგზე  მოვახდინეთ  ჩვენი  პროექტების  პრეზენტაცია. მივიღეთ  რეკომენდაციები  კოლეგებისგან,  რომლებიც  სამომავლოდ  გამოგვადგება  სწავლების  პროცესში.

მერვე დღის რეფლექსია

ტრენინგი  დავიწყეთ  საშინაო  დავალების  დეტალური  განხილვით.  ტრენერისგან  მივიღეთ  რეკომენდაციები. შევავსეთ  კითხვარი  დიფერენცირებული  სწავლების  პრაქტიკის  შესახებ.გეგმის  შაბლონი  შევავსეთ  ბოლომდე. მოვაწესრიგეთ  პორთფოლიოები.

Sunday, February 28, 2016

მეშვიდე დღის რეფლექსია

ტრენინგი დავიწყეთ ნასწავლი მასალის გამეორებით. ვიმუშავეთ  შეფასების  რუბრიკის  შექმნაზე. ვისწავლეთ  როგორ  გავუგზავნოთ  გუგლდრაივიდან  დოკუმენტი. დავიწყეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ადაპტირება.  მივიღეთ  დავალება:აღვწეროთ  სასწავლო  პროექტის  საფეხურები  დეტალურად.

Saturday, February 27, 2016

მეექვსე დღის რეფლექსია

ტრენინგი დავიწყეთ საშინაო დავალებების დეტალური განხილვით.შევქმენით დროში გაწერილი შეფასების გეგმების ცხრილი. ვისწავლეთ საქაღალდის გამოქვეყნება და გადატანა ბლოგზე.

Saturday, February 20, 2016

მეოთხე დღის რეფლექსია

ტრენინგი დავიწყეთ საშინაო დავალების შემოწმებით.ჩამოვაყალიბეთ  ჩვენი პროექტის შესაბამისი მიმართულების მიმცემი კითხვები და გამოვაქვეყნეთ ბლოგებზე.გუგლ დრაივში შევქმენით საქაღალდე.ვისწავლეთ ბლოგზე გვერდების ჩამატება და მივიღეთ საშინაო დავალება.