Saturday, March 5, 2016

მეცხრე დღის რეფლექსია

დღევანდელ  ტრენინგზე  მოვახდინეთ  ჩვენი  პროექტების  პრეზენტაცია. მივიღეთ  რეკომენდაციები  კოლეგებისგან,  რომლებიც  სამომავლოდ  გამოგვადგება  სწავლების  პროცესში.

მერვე დღის რეფლექსია

ტრენინგი  დავიწყეთ  საშინაო  დავალების  დეტალური  განხილვით.  ტრენერისგან  მივიღეთ  რეკომენდაციები. შევავსეთ  კითხვარი  დიფერენცირებული  სწავლების  პრაქტიკის  შესახებ.გეგმის  შაბლონი  შევავსეთ  ბოლომდე. მოვაწესრიგეთ  პორთფოლიოები.

Sunday, February 28, 2016

მეშვიდე დღის რეფლექსია

ტრენინგი დავიწყეთ ნასწავლი მასალის გამეორებით. ვიმუშავეთ  შეფასების  რუბრიკის  შექმნაზე. ვისწავლეთ  როგორ  გავუგზავნოთ  გუგლდრაივიდან  დოკუმენტი. დავიწყეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ადაპტირება.  მივიღეთ  დავალება:აღვწეროთ  სასწავლო  პროექტის  საფეხურები  დეტალურად.

Saturday, February 27, 2016

მეექვსე დღის რეფლექსია

ტრენინგი დავიწყეთ საშინაო დავალებების დეტალური განხილვით.შევქმენით დროში გაწერილი შეფასების გეგმების ცხრილი. ვისწავლეთ საქაღალდის გამოქვეყნება და გადატანა ბლოგზე.

Saturday, February 20, 2016

მეოთხე დღის რეფლექსია

ტრენინგი დავიწყეთ საშინაო დავალების შემოწმებით.ჩამოვაყალიბეთ  ჩვენი პროექტის შესაბამისი მიმართულების მიმცემი კითხვები და გამოვაქვეყნეთ ბლოგებზე.გუგლ დრაივში შევქმენით საქაღალდე.ვისწავლეთ ბლოგზე გვერდების ჩამატება და მივიღეთ საშინაო დავალება.

მიმართულების მიმცემი კითხვები

ზოგადი
რა  ახდენს  ადამიანის  ჯანმრთელობაზე  გავლენას?
თემატური
არის თუ არა რადიაციული გამოსხივება ადამიანისთვის სასარგებლო?
შინაარსობრივი
რა სახის  რადიაქტიური გამოსხივება  ვიცით?
სად გამოიყენება ალფა და ბეტა გამოსხივება?

Sunday, February 14, 2016

მესამე დღის რეფლექსია

ტრენინგი დავიწყეთ წინა დღეს ნასწავლის გამეორებით.ბლოგზე გამოვაქვეყნე ჩემი პროექტის იდეა.გავეცანი სხვა მასწავლებლების იდეებს და გავუგზავნე კომენტარები.გეგმის შაბლონში გადავიტანე პროექტის თემის შესაბამისი სტანდარტები ესგ-დან.ტრენინგის ბოლოს მივიღეთ საშინაო დავალება.

სასწავლო ამოცანები

მოსწავლეები შეძლებენ

*მოიპოვონ ინფორმაცია რადიაქტიური გამოსხივებისა და მათი ბიოლოგიური ზემოქმედების შესახებ.
*მოახდინონ რადიაციის სხვადასხვა წყაროების კლასიფიკაცია.
*მოპოვებული მონაცემების ანალიზს,დასკვნების გამოტანას და მათ წარმოდგენას პრეზენტაციის სახით.


Saturday, February 13, 2016

ჩემი პროექტის იდეა

რადიოაქტიური გამოსხივება.
რადიოაქტიური გამოსხივება ანუ რადიაცია მუდმივ ზემოქმედებას ახდენს ჩვენზე. ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ თუ რა დადებითი და უარყოფითი გავლენა შეიძლება მოახდინოს მან. მოსწავლეები გამოიკვლევენ რომელი პრეპარატებია რადიოაქტიური, რომელია უფრო მეტად საშიში.რა გამოყენება აქვს მედიცინაში რადიოაქტიურ გამოსხივებას. რა უსაფრთხოების ზომების დაცვაა საჭირო. მოძიებულ ინფორმაციას წარმოადგენენ დიაგრამების , ფოტოების სახით.

მეორე დღის რეფლექსია

დღეს ვისწავლე როგორ შევცვალო ბლოგის სათაური და ფონი.შევქმენით ბუკლეტები.ტრენინგი საინტერესო იყო,რისთვისაც მადლობას ვუხდი ქალბატონ ლალი გიგაურს.

Friday, February 12, 2016

ინტელის ტრენინგი დაიწყო

ვფიქრობ, ეს ტრენინგი ჩემთვის სასარგებლო იქნება.შევძლებ უფრო საინტერესო გავხადო ფიზიკის გაკვეთილები.